"ოცნება" ელჩ დანიგანს აკრიტიკებს
"ოცნება" ელჩ დანიგანს აკრიტიკებს - ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ ამერიკის ელჩმა "შესაძლებლობა ვერ გამოიყენა" და იმ "მისიის შესრულება ვერ შეძლო", რაც ზოგადად ელჩებს აქვთ.
მისი წინამორბედის მიერ გაფუჭებულ საქმეს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში, მას შეეძლო დადებითი როლი შეესრულებინა. სამწუხაროდ, ეს შესაძლებლობა მათ ვერ გამოიყენეს. მგონია, რომ ის მისია რაც მას ჰქონდა და ზოგადად ელჩებს აქვთ, ეს არის სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაჯანსაღება, იმ გაუგებრობების აღმოფხვრა, სამწუხაროდ, მან ეს ვერ შეძლო. დაველოდებით ახალ ელჩს და დარწმუნებული ვარ ჩვენი სამთავრობო მესიჯი რაც არის, რომ ჩვენ მზად ვართ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ძალაშია", - ამბობს ზარქუა.
"ოცნების" კიდევ ერთი წევრი, თენგიზ შარმანაშვილი ირწმუნება, რომ რობინ დანიგანს ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის "დიდი ნაბიჯები" არ გადაუდგამს.
საერთოდ გაუგებარი ნაბიჯი იყო პრეზიდენტ - ტრამპის მისალოცი წერილის არ გამოქვეყნება - ამბობს შარმანაშვილი.
მან არ დატოვა აქტიური ელჩის შთაბეჭდილება, იმ თვალსაზრისით, რომ დიდი ნაბიჯები ამ ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის არ გადაუდგამს. ბოლოს საერთოდ გაუგებარი ნაბიჯი იყო პრეზიდენტ - ტრამპის მისალოცი წერილის არ გამოქვეყნება, რომელიც თვითონვე, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა გადაუგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ასე რომ, პირველწყარო იყო, ვინც მიაწოდა საქართველოს პრეზიდენტს ეს მილოცვა. ამის არ გამოქვეყნება საერთოდ გაუგებარია. ეს ხომ იყო მიმართული ამ ურთიერთობების, დაძაბული ურთიერთობების განმუხტვისაკენ. ურთიერთობების გაფუჭებას ერთი თანამდებობა არ სჭირდება. სხვა თანამდებობიდანაც შეგიძლია მეორე ქვეყანასთან ურთიერთობის გაფუჭება.
აშშ-ს ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი პოზიციას ტოვებს. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში დიპლომატი წერს, რომ პირადი გადაწყვეტილებით, პენსიაზე გადის. რობინ დანიგანის განცხადებით, მისი გაწვევა აშშ-ის მთავრობას არ მოუთხოვია. აშშ-ის მოქმედი ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოში დიპლომატიურ სამსახურს ივლისში დაასრულებს.