თბილისში "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ

02.10.21 16:17
თბილისში "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილისში, ჩუღურეთის რაიონში "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზიანებულია სამაუწყებლო კომპანიის კუთვნილი ტექნიკა. 

ინცინდენტი კიევის 4 ნომერში, N24 საარჩევნო უბანთან მოხდა. "ტვ პირველის" გადამღები ჯფუფი ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც ტელევიზიამ ინფორმაცია მიიღო, რომ ადგილზე ე.წ. ძველი ბიჭები და "ქართული ოცნების" აგიტატორები ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებას ახდენდნენ. 

ჟურნალისტი ინა ცარციძე ერთ-ერთ მათგანთან გასაუბრებას შეეცადა, რა დროსაც მამაკაცი გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა, ფიზიკურად გაუსწორდა და დააზიანა სამაუწყებლო კომოპანიის ტექნიკა. 

"პირველების" კამერამ გადაიღო მოძალადე. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი იდენთიფიცირება არ გაუჭირდება. 

"ტვ პირველისთვის" მოწოდებული ინფორმაციით მოძალადე მამაკაცი თბილისში მაზნიაშვილის ქუჩაზე ცხოვროვბს. მისი ზედმეტსახელი კი "რემბოა".  ის "ქართული ოცნების" აქტივისტია.