"სიტყვების პოლიცია" ამოქმედებულია - "ქართული ოცნების" სამიზნე კრიტიკული მედიაა

05.06.25 20:23
"სიტყვების პოლიცია" ამოქმედებულია - "ქართული ოცნების" სამიზნე კრიტიკული მედიაა

მედიის წინააღმდეგ საჩივრების განხილვაზე "ქართლმა ოცნებამ" დღეს იურისტი ნათია ბოკუჩავა გამოაგზავნა. ის მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე ხსნიდან რა ტერმინებით უნდა გამოვიყენოთ საინფორმაციო გამოშვებებში,  პირდაპირი ჩართვებისა და თუ სიუჟეტების დროს რომ ხალხის მიერ არაღიარებული ხელისუფლება არ გაბრაზდეს. 

"ტვ პირველის" 14 საინფორმაციო გამოშვების  ჩანაწერი და 5 ქარდი აქვს გასაჩივრებული მარეგულირებელში ირაკლი კობახიძეს. დღეს საჩივარი წარმოებაში მიიღო კომისიამ - პრეცედენტი უკვე შეიქმნა. 

"ტვ პირველთან" ერთად "ფორმულას" წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზეც მიიღებს გადაწყვეტილებას კომისია. დღეს კრიტიკული მედიის იურისტები უხსნიდნენ  მაკონტროლებელ ორგანოს, რატომ იყო საფრთხის შემცველი მედიისთვის ის  გადაწყვეტილება რომელიც დღეს გაფორმდა.

"სიტყვის პოლიცია" -  ეს სახელი მოუძებნა სალომე ზურაბიშვილმა ოცნების ახალ ბრძოლას თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. კობახიძე არ მალავს რომ სუბიექტური ინტერესით მოქმედებს და იმდენ საჩივარს დაწერს ვიდრე, სატელევიზიო ეთერში მისთვის სასურველ ფრაზებს არ მოისმენს.  

მსგავსი სიახლეები