კახა კალაძემ საბანკო ანგარიშები დააცარიელა - შლის თუ არა დასანქცირებული მერი ევროპულ ბანკებში კვალს?

05.06.25 20:08
კახა კალაძემ  საბანკო ანგარიშები დააცარიელა - შლის თუ არა დასანქცირებული მერი ევროპულ ბანკებში კვალს?

კახა კალაძე ევროპულ ბანკებში  ფულს აღარ ინახავს - თბილისის სანქცირებულმა მერმა უცხოური ბანკებიდან თანხა სრულად გამოიტანა და კრიპტოვალუტა იყიდა.  ექსპერტების შეფასებით, ამ კომბინაციით, ახლა მაკონტროლებლისთვის რთული მისაგნებია დედაქალაქის მერი რამდენი მილიონის მფლობელია. 

რომ არა კალაძის წამოცდენა - ვერავინ  გაიგებდა  რომ სანქცირებული  მერი  ფულს არა ბანკებში არამედ ელექტრონულ საფულეში ინახავს, რადგან  მერის დეკლარაციები საჯარო არ არის.  

ინფორმაცია, რომელიც კახა კალაძემ  ჟურნალისტების კითხვის პასუხს მოაყოლა, წესით, საჯარო უნდა იყოს,  თუმცა დეკლარაციები  აღარ ქვეყნდება, ანტიკორუფციული დაუდგენელი მოტივით  უკვე 6 თევა არ ასაჯაროებს საბუთებს, რომელიც წესით ხვალისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს,. დღეს კობახიძემ დეკლარაციების დამალვაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და  თითი რაჟდენ კუპრაშვილისკენ გაიშვირა. 

კახა კალაძემ  თანხები  უცხოური   ბანკებიდან ჯერ კიდევ 1 წლის წინ  გაიტანა,   მერი  ჯერ კიდევ ერთი  წლის ამბობდა, რომ  ევროპულ ბანკებს არ ენდობა და მაგალითად ივანიშვილი  მოჰყავს, რომელიც მისი თქმით, შვეიცარიულმა ბანკმა გაძარცვა.  მესამე სექტორი  დარწმუნებულია რომ  ,,ქართულ  ოცნებას’’  სანქციების ეშინია, აქვთ მოლოდინი, რომ წლების ნაგროვებ ქონებას   სანქციების შემდეგ დაკარგავენ კრიპტოვალუტაში ფულის დაბანდების გზით კი  თავს იზღვევენ, რომ  მათ ფულს ვერავინ  შეეხება.

კალაძის კრიპტოვალუტები - ანა მდივანი დეტალებით

მსგავსი სიახლეები