ევროპარლამენტარი "ოცნებას" ამხელს - "დასანქცირებულები EU-ში არსებული ვილების და აქტივების გადარჩენას ცდილობენ"

05.06.25 20:04
ევროპარლამენტარი "ოცნებას" ამხელს  - "დასანქცირებულები EU-ში არსებული ვილების და აქტივების გადარჩენას ცდილობენ"

ვილები ესპანეთში და აქტივები ბელგიაში -  "ქართული ოცნების" ლიდერები, ევროპის ქალაქებში არსებული ქონების გადარჩენას ცდილობენ -  დღეს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სკანდალური განცხადება ევრო დეპუტატმა სანჩესმა გააკეთა. ის ამტკიცებს, რომ სანქციებით შეშინებული ოცნების ლიდერები ევროკომისიაში რეკავენ იმის გასარკვევად, სანქციების გამო რა ბედი ეწევათ მათ ქონებას რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში აქვთ.

ვის აქვს სახლები ესპანეთში და ქონება, ევროპაში? გვარები დღეს ევროპარლამენტში არ დაუსახელებიათ, საჯარო წყაროებში არსებული ინფორმაციით, ვიცით, ის რომ კობახიძის კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ქალიშვილი ბელგიაში ცხოვრობს და სწავლობს, არ ვიცით იყო თუ არა ერთ-ერთი ბოჭორიშვილი, რომელიც პირადი კონტაქტებით ევროკომისიაში პირადი საკითხის გადაწყვეტას ცდილობდა. 

ევრო დეპუტატის განცხადებას თუ დავუჯერებთ, "ქართლი ოცნება" საქართველოს მოსახლეობას ატყუებს როდესაც ამბობს, რომ არც სანქციები ადარდებს და არც ევროპარლამენტის რეზოლუციები. ირაკლი კობახიძე, რომელიც დღეს ევროპარლამენტის გუშინდელმა მწვავე ანგარიშმა გააბრაზა, დღეს ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანო საბჭოთა კავშირს შეადარა. 

არადა ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ  მისი პარტია აცნობებდა მათ ამომრჩეველს, რომ კობახიძემ ევროპარლამენტის პრეზიდენტთან საუბარი შეძლო. 

კამერების წინ, ქართული ოცნება ამბობს რომ ევროპარლამენტის რეზოლუციებს ფასი არ აქვს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები აღიარებენ, რომ სწორედ ამ რეზოლუციების საფუძველზე გაყინეს ივანიშვილის ანგარიშები ევროპულ ბანკებში.

დეტალები გუგა არჩვაძის სპეციალურ რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები