ამომრჩევლის ნების კონტროლი - საარჩევნო უბანზე კამერას ფურცელი ააფარეს
რუსთავში, 81-ე საარჩევნო უბანზე, კამერას ფურცელი ააფარეს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ კაბინასთან კამერა იყო დაყენებული. კომისიის წევრი ამტკიცებს, რომ ქაღალდი კამერაზე დილიდან იყო აფარებული.