არჩევნების შემდეგ უფრო ძლიერები და უფრო მეტი რესურსით ვიქნებით, ვებრძოლოთ რეჟიმს-ირაკლი წულაია
ჟურნალისტი ირაკლი წულაია ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობის იდეას ემხრობა და მიიჩნევს, რომ “საზოგადოებას არჩევნების შემდეგ უფრო მეტი რესურსი ექნება, ებრძოლოს რეჟიმს“.
წულაიას თქმით, “არ არსებობს არჩევნებზე უკეთესი სივრცე, სადაც შეგიძლია იბრძოლო უფრო მაგრად.“
“ყველაზე მაგრად ივანიშვილი გაიმარჯვებს იქ, თუ ჩვენ ეს დისკუსია ევროპულად არ გადავწყვიტეთ“,-ამბობს ჟურნალისტი გადაცემა “რეაქციაში“.
ჩვენ გვიწევს ორ ცუდ არჩევანს შორის არჩევანი, რომელიც უნდა გავაკეთოთ დებატებით, კომპრომისებით და მივიდეთ ერთ აზრამდე, ყევლაზე ცუდი იქნება, თუ ერთმანეთს ისე დავაზიანებთ, რომ სალაპრაკოც არ გვექნება და შემდეგ ბრძოლაში ისე გამოვა, რომ პოლიტიკოსები ერთმანეთს არ დაელაპრაკებიან. ყველაზე მაგრად ივანიშვილი გაიმარჯვებს იქ, თუ ჩვენ ეს დისკუსია ევროპულად არ გადავწყვიტეთ და იარლიყების აკვრით გადავწყვიტეთ. აქ ყველაფერი ნათელია- ორი მთავარი რამეა, ერთი რეჟიმის ტყვეების განთავისუფლება, მეორე კი ისეთი საარჩევნო გარემოს მიღება, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ჩვენი ნება იყოს გათავლისწინებული და შევცვალოთ ხელისუფლება. არ არსებობს არჩევნებზე უკეთესი სივრცე, სადაც შენ შეგიძლია იბრძოლო უფრო მაგრად. არ არსებობს არჩევნებზე ხმამაღალი სიტყვა, სადაც შენს ამომრჩევლებს აუხსნი, რომ ეს ადამიანები ტყუილად სხედან ციხეში. მეც თავიდან ვიყავი ნეგატიურად განწყობილი არჩევნებზე. ის არგუმენტი, რამაც მე შემაცვლევინა აზრი, რომ უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილოება, არის ის, რომ ჩვენ ამ არჩევნების შემდეგ უფრო ძლიერები, უფრო მეტი რესურსით ვიქნებით, ვებრძოლოთ რეჟიმს, ვიდრე ვიქნებით არჩევნებამდე,- განაცხადა ირაკლი წულაიამ