გაძლიერებული კონტროლი რუსთავის ცეხეზე - ადგილზე რკინის ბარიკადები განალაგეს
რუსთავის მე- 12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება, სამართალდამცველებმა რკინის ბარიკადების განლაგება დაიწყეს. ადგილზე ციხის თანამშრომლების მობილიზება შეინიშნება. თუ რას ემსახურება რკინის ბარიკადების აღმართვა, ისინი განმარტებებს არ აკეთებენ. შიდა პერომეტრზე შსს-ს თანამშრომლები არიან განლაგებულები.
არ არის გამორიცხული, რომ პენიტენციურ დაწესებულებაზე განსაკუთრებული კონტროლი, პრევენციის მიზნით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებისგან დასაცავად ხორციელდებოდეს.