"ოცნების" სანქცირებული წევრების ზარები EU-ში - კალაძე ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტარის განცხადება "სისულელეა"

06.06.25 11:16
"ოცნების" სანქცირებული წევრების ზარები EU-ში - კალაძე ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტარის განცხადება "სისულელეა"

 

 

კახა კალაძე ნაჩო სანჩოს ამორეს მიერ გავრცელებულ განცხადებას "სისულელეს და აბსურდს" უწოდებს. "ოცნების" ლიდერი ამტკიცებს, რომ როედსაც საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება, საერთაშორისო სანქციები ივანიშვილის გუნდისთვის არაფერს ნიშნავს. 

ჩვეულებრივი სისულელეა. რა გიპასუხოთ, ისიც არ ვიცი. ჩვეულებრივი სისულელე და აბსურდია. სანქციებთან დაკავშირებით ხომ ბევრჯერ ვისაუბრეთ, ბევრჯერ გითხარით, აგიხსენით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც საქმე ეხება ქვეყანას, შენს სამშობლოს, ქვეყნის ინტერესს, ქვეყნის ინტერესების დაცვას, ვერანაირი სანქცია აქ ვერ იმოქმედებს. დარწმუნებული ვარ, ეს არის ძალიან დიდი სისულელე, - ამბობს კალაძე. 

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნების“ სანქცირებული წევრები ევროკავშირში რეკავენ და კითხვას სვამენ: როგორ შეუძლიათ სიიდან თავის დაღწევა.

განცხადება სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელმა ევრონესტის დელეგაციის სხდომაზე გააკეთა.

როგორც ის ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია კოლეგებისგან ევროკომისიასა და საგარეო ქმედებათა სამსახურში მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები