შვეიცარიის საელჩო: FARA იწვევს შეშფოთებას მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვასთან დაკავშირებით
საქართველოში შვეიცარიის საელჩო ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დეპარტამენტის განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ქართული ოცნების მიერ მიღებულ ე.წ. FARA-ს კანონზე საუბრობს.
საელჩოს განცხადების თანახმად, “FARA იწვევს შეშფოთებას გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების და მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეზღუდვასთან დაკავშირებით.“
უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) იწვევს შეშფოთებას გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების, მედიის თავისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეზღუდვასთან დაკავშირებით.
შვეიცარიის მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს, დარჩეს ერთგული ადამიანის უფლებების დაცვისა და დემოკრატიული პრინციპების მიმართ", - წერია განცხადებაში.