15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 33.18%-ია - ცესკო

02.10.21 17:02
15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 33.18%-ია - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობამ 33.18% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 160 413 ადამიანია.

ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია - 47.5%, ხოლო ყველაზე დაბალი ქვემო ქართლში - 30.3%.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 12:00 საათისთვის აქტივობა 36.45% იყო.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - 29.84%
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 34.79%; 
ცნობისთვის, საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდება.

მსგავსი სიახლეები