"არალეგიტიმური პარლამენტის უკანონო კომისიის უკანონო მოწვევა არ მიმიღია" - ბადრი ჯაფარიძის სიტყვა სასამართლოზე

06.06.25 15:07
"არალეგიტიმური პარლამენტის უკანონო კომისიის უკანონო მოწვევა არ მიმიღია" - ბადრი ჯაფარიძის სიტყვა სასამართლოზე

 

 

"არალეგიტიმური პარლამენტის უკანონო კომისიის უკანონო მოწვევა არ მიმიღია" - ამ სიტყვებით მიმართა დღეს საასამართლო "ლელო- ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ. 

  • თბილისის საქალაქო სასამართლოში ბადრი ჯაფარიძის საქმის პირველი არსებითი განხილვა მიმდინარეობს. ოპოზიცოინერ პოლიტიკოსს თეა  წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო ასამართლებენ. 

ჯაფარიძემ მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურ დევნად შეაფასა და სასამართლოს უთხრა, რომ დაბარება საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მისთვის სრულიად გაუგებარი იყო, რადგან ოპოზიციონერი თქმით, ის არ ყოფილა არცერთ თანამდებობაზე წინა ხელისუფლების დროს.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე სასამართლოზე პირდაპირ თქვა, რომ "პარლამენტის უკანონო კომისიას არ აღიარებს".

ეს არის პოლიტიკური დევნის საქმე. ეს კომისია ვითომდა 2003-2012 წლის თანამდებობის პირების საქმიანობის გამოძიებისთვის შეიქმნა. არანაირი თანამდებობა მე არ მქონია ამ პერიოდში. კომისიის 50% მინიმუმ უნდა შედგებოდეს ოპოზიციის წევრებისგან. ოპოზიცია არის მაჭარაშვილი და სუბარი. ეს ხომ დაცინვააა. ეს არის ყალბი კომისია. ყალბმა კომისიამ გადაწყვიტა ჩემი პოლიტიკური დევნისთვის დავებარებინე ისეთ გამოძიებაში, რომელთანაც არანაირი კავშირი არ მაქვს. ცხადია, რომ ეს იყო ერთადერთი მიზნით გაკეთებული, ჩემი დაბარება მოხდა ჩემი დისკრედიტაციის. არანაირი კავშირი ამ სისხლის სამართლის საქმეს კანონთან და სამართალთან არ აქვს. გარდა ამისა, ის მოსაწვევი, თუ რა დავარქვა არ ვიცი, არ მიმიღია. არალეგიტიმური პარლამენტის უკანონო კომისიის უკანონო მოწვევა არ მიმიღია. ეს კომისია არის უკანონო და მისი ე.წ. მოწვევა არის უკანონო. მაგრამ მე ეს არ მიმიღია და მე მას არ გავცნობივარ", - თქვა სასამართლოზე ბადი ჯაფარიძემ. 

დრევანდელ პროცესზე ბრალდების მხარეს ორი მოწმე ჰყავდა წარმოდგენილი- პარლამენტის  თანამშრომელი  და საქმის გამომძიებელი. სწორედ ეს მოწმეები დაიკითხნენ "ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პროცესზეც.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ პროცესის დასრულების შემდეგ "პრიველებთან" განაცხადა, დღევანდელმა სხდომით კიდევ უფრო დადასტურდა, რომ საქმე "მართლა შეთითხნილია".

ეს იყო პირდაპირ დადასტურება, რომ ეს არის მართლა შეთითხნილი საქმე, რომელიც ემსახურება პოლიტიკური ოპონენტების დევნას. იმდენი კანონია ფეხქვეშ გათელილი. სიმართლე გითხრათ, ამ ახალგაზრდა პროკურორების მიმართ გამიჩნდა, რადგან ისინი ვალდებულები გახადეს შეასრულონ ის, რაც არის უკანონო. არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა ჩემი საგამოძიებო კომისიაზე დაბარების", - განაცხადა ჯაფარიძემ.  

რაც შეეხება კითხვას, ელოდება თუ არა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დაკავებას, ბადრი ჯაფარიძემ თქვა: სანამ ქართული ოცნება ხელისუფლებაშია, ის პოლიტიკური ოპონენტების მიმართ გამოიყენებს ყველა რეპრესიულ ზომას, მათ შორის პატიმრობასაც.

 

ცნობისთვის, ბადრი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა, რაც ბადრი ჯაფარიძემ კანონით დადგენილ ვადაში გადაიხადა.

მსგავსი სიახლეები