ანტიამერიკული „ოცნების“ რეჟიმი ტრამპს შეურაცხყოფს და ამავდროულად კომუნისტურ ჩინეთს ადიდებს - უილსონი
ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ტრამპს შეურაცხყოფს და ამავდროულად კომუნისტურ ჩინეთს ადიდებს - ასე ეხმაურბება კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას.
- კობახიძემ განაცხადა, რომ ჩინეთი მისაბაძი ზე-სახელმწიფოა, რომელიც ფოკუსირებულია პროგრესზე, მოდერნიზაციასა და ეკონომიკურ განვითარებაზე.
უილსონი ფიქრობს რომ "ქართული ოცნება" ქვეყანას ჩინეთზე ყიდის, ხოლო ამერიკელ ბიზნზესმენებს ვაჭრობისგან ბლოკავენ.
"ანტიამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმი პრეზიდენტ ტრამპს შეურაცხყოფს და ამავდროულად კომუნისტურ ჩინეთს ადიდებს. უბრალოდ მათ მოუსმინეთ და მათ ქმედებებს შეხედეთ. ისინი ქვეყანას ჩინეთზე ჰყიდიან და ამერიკას მათ ქვეყანაში და რეგიონში ყველა ბიზნესისგან და ვაჭრობისგან ბლოკავენ. “MEGOBARI” [აქტი] უკიდურესად საჭიროა!” - წერს უილსონი.