"პირველების" ინტერვიუ ევროპარლამენტართან, რომელიც ამბობს, რომ “ოცნების“ წევრები სანქციების სიიდან ამოსაშლელად EU-ში რეკავენ"

06.06.25 17:04
"პირველების" ინტერვიუ ევროპარლამენტართან, რომელიც ამბობს, რომ “ოცნების“ წევრები სანქციების სიიდან ამოსაშლელად EU-ში რეკავენ"

ევროპარლამენტარი, ნაჩო სანჩეს ამორი, რომელმაც გუშინ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ივანიშვილის პარტიის წევრები ბრიუსელში რეკავენ და კითხულობენ, როგორ დააღწიონ თავი სანქციების მძიმე ეფექტს, დღეს "პირველებთან" აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და თქვა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მისი კოლეგა პოლიტიკოსებისგან აქვს.

"პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ევროპარლამენტარმა პირდაპირ თქვა, რომ "ერთადერთი, რასაც ახლა "ქართული ოცნების" მთავრობის გზის შეცვლა შეუძლია, პერსონალური სანქციებია"

მისი თქმით, პერსონალური სანქციები უნდა დაუწესდეთ არა მარტო "ოცნების" მაღალჩინოსნებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც, ვინც ქონებას და აქტივებს ფლობენ ევროკაშირში. 

შოკისმომგვრელია, როცა გყავს ოჯახის წევრები ევროპაში, ქალიშვილი, რომრლიც ევროპაში სწავლობს და სიამოვნებას იღებს ევროპული თავისუფლებით, მაგრამ შენთვის იმავეს წართმევას ცდილობენ - ამბობს ნაჩო სანჩეს ამორი. 

ერთადერთი რამ, რაზეც ქართული ოცნების წარმომადგენლები დარდობენ, არის პერსონალური სანქციები. ჩვენ ეს ინფორმაცია ევროკაშირის და ევროკომისიის მაღალჩინოსნებს გადავეცით და ვუთხარით, რომ საქართველოში ერთიანი პოზიციიაა, რომ ერთადერთი რასაც "ქართული ოცნების" მთავრობის გზის შეცვლა შეუძლია პერსონალური სანქციებია. მივიღე პასუხი, რომ კონკრეტული პირები ევროკომისიაში რეკავენ და აინტერესებთ, არის თუ არა შესაძლებლობა სანქციებიის სიიდან გათავისუფლდნენ. მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. ჩვენ ევროპარლამენტის წევრები ვართ, ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს, რა არის დეზინფორმაცია. ჩვენ ვაკეთებთ შეფასებას ქვეყნის ავტორიტარულ მმართველობაზე. არ ვიცი რას თვლიან დეზინფორმაციად, რადგან, ჩვენ განცხადებებს ვაკეთებთ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით , რომელსაც ვიღებთ. მთავარი იდეა არის, რომ დაწესდეს პერსონალური სანქციები იმ პირების მიმართ, ვინც ფლობს ქონებას და აქტივებს მათ ოჯახის წევრებთან ერთად ევროკაშირში. ისე როგორც ამას სხვა ქეისების შემთხვევაში ვაკეთებთ. ვხედავ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ევროპული ღორბეულებებით, თავისუფლებითა და ევროპული გარემოთი სიამოვნებას იღებენ , მაგრამ ეს ყველაფერიი თანამემაულეებისთვის არ ემეტებათ. ეს შოკისმომგვრელი ამბავია, როცა შენ გყავს ოჯახის წევრები ევროპაში, ქალიშვილი, როემლიც ევროპაში სწავლობს და სიამოვნებას იღებს  ევროპული თავისუფლებით, მაგრამ შენთვის იმავეს წართმევას ცდილობენ. ეს აშკარა ცინიზმია" - ამბობს ევროპარლამენტარი 

მსგავსი სიახლეები