თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაა საჭირო - ლუკა ნაცვლიშვილის წერილი იზოლატორიდან
"ლელო-ძლიერი საქართველოს" ბათუმის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც 12-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს, იზოლატორიდან წერილს აგზავნის - ლუკა ნაცვლიშვილი თავისუფლებისთვის ბრძოლის მნიშვნელობაზე საუბრობს და საზოგადოებას პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.
"თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაა საჭირო... უამრავი მსხვერპლი გავიღეთ, მაგრამ გააზრებული გვაქვს, რომ დიადი მიზნისა და იდეისთვის ვიბრძვით" - წერს ლუკა ნაცვლიშვილი, რომელსაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ვზივარ ოთხ კედელს შუა და ვფიქრობ, რა სიტყვით შეიძლება მოგმართოთ? საერთოდ მაქვს თუ არა ამის უფლება? მე ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, 18 წლის ბიჭი. რიგითი მებრძოლი, თქვენი თანამებრძოლი, რომელსაც უყვარს თავისუფლება და როდესაც მივხვდი, ვისწავლე, რომ თავისუფლების შენარჩუნებისთვის ბრძოლაა საჭირო, შევედი ამ ბრძოლაში. ეს ბრძოლა არც ჩვენით დაწყებულა და არც ჩვენით დამთავრდება. ამ ბრძოლას საუკუნეების მანძილზე ეწირებოდნენ ისეთივე გოგო-ბიჭები, როგორებიც ჩვენ ვართ, მათაც თავისუფლება უნდოდათ და ამ ბრძოლაში ჰყავდათ მტრები. მტერი სხვადასხვა იყო, მრავალი, მიზანი კი ერთი.
სწორედ თავისუფლება იყო, არის და იქნება მიზანი, მანამ, სანამ ჩვენი გულები ერთხმად სცემს თავისუფლებისთვის, რადგან თავისუფლება ჩვენი გულიდან და გონებიდან მომდინარეობს. თავისუფლების შეგრძნებაა ის, რაც ჩვენს გულს და გონს თანაბრად სურს და ერწყმის ერთურთს მარადიულობის ყიჟინით.
კიდევ მრავალჯერ მოგვიწევს ბრძოლა,ბევრის გადატანა, მაგრამ გვიხაროდეს,რადგან, რაც არ გვკლავს ის გვაძლიერებს! უამრავი მსხვერპლი გავიღეთ, მაგრამ გააზრებული გვაქვს, რომ დიადი მიზნისა და იდეისთვის ვიბრძვით. ამ იდეისთვის იბრძოდნენ და ეწირებოდნენ ჩვენი წინაპრები, იდეისთვის მსხვერპლის გაღება კი ყველაზე მეტ ძალას სძენს თავად იდეას.
ერთმანეთის იმედი გვქონდეს, რადგან მხოლოდ ერთმანეთის თანადგომით, ერთმანეთის სიყვარულით შევძლებთ ამ ბრძოლაში გამარჯვებას.
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს
სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ
და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს
როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე!" - წერია წერილში.
ცნობისთვის,