დაიცავით საქართველოს მოქალაქეების ნება! - გიორგი გახარია საარჩევნო კომისიის წევრებს მიმართავს
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი და დედაქალაქის მერობის კანდიდატი, გიორგი გახარია, საარჩევნო კომისიის წევრებს კეთილსინდისიერი მუშაობისკენ მოუწოდებს. გახარიას თქმით, თითოეული დარღვევა იქნება აღრიცხული.
ექსპრემიერი ასევე ამომრჩეველს საარჩევნო პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გაირღვეს და ქვეყანა წინ წავიდეს.
დღეს არ არის ჩვეულებრივი მუნიციპალური არჩევნები, დღეს განახლების არჩევნებია. დღეს არის არჩევნები, როდესაც ჩვენ ორი პოლიტიკური ძალის მიერ შექმნილი წრე უნდა გავარღვიოთ და უნდა წავიდეთ წინ. უნდა დავიწყოთ ქვეყანაში მშვიდობიანი ცვლილებები. ამასთან ერთად, მინდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც დღეს შრომობს, როგორც საჯარო მოხელე, როგორც საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო კომისიი უბნებზე წევრი, მოვუწოდო მათ, რომ დაიცავით საქართველოს მოქალაქეების ნება, კეთილსინდისიერად შეასრულეთ თქვენი უფლება-მოვალეობები, რამეთუ ეს განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს. ამასთან ერთად, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა ის დარღვევა, რომელსაც ჰქონდა ადგილი, უამრავ დარღვევას დღის განმავლობაში, იქნება აღრიცხული და იქნება დაფიქსირებული. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საარჩევნო კომისიის წევრებს, მიუხედავად მათი პარტიული მიკერძოებულობისა, განვახორციელოთ კეთილსინდისიერად ჩვენი უფლება-მოვალეობები!, - განაცხადა გახარიამ.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"