დაისჯება თუ არა წყევლაც, გინების მსგავსად-რას ამბობენ “ოცნებაში“

06.06.25 17:54
დაისჯება თუ არა წყევლაც, გინების მსგავსად-რას ამბობენ “ოცნებაში“

დაისჯება თუ არა წყევლაც, გინების მსგავსად-“ოცნებაში“ ამბობენ, რომ “დაწყევლა ფსიქოლოგიური ტერორია, რომელიც კონკრეტულ გეგმაშია გაწერილი.“

გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ყველა ქმედება, გინება, წყევლა და თუ სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვის გამოყენება გეგმის მიხედვით ხორციელდება.

წყევლას გააჩნია, ჯერ ეს ერთი, ერთმა ადამიანმა, რატომ უნდა დაწყევლოს მეორე, ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი, რომელიც გაწერილია კონკრეტულ გეგმაში. გეგმის მიხედვით ხორციელდება ეს ყველაფერი, იქნება წყევლა, გინება, სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვის გამოყენება. ეს ორ მთავარ მიზანს ემსახურება, ერთი არის, რომ ეს ტერორი განხორციელდეს მუდმივად და მეორე, შეიქმნას არასწორი ტრენდი, თითქოსდა, ეს ხორციელდება აღშფოთებული ხალხის მხრიდან,- ამბობს ვოლსკი.

ამასთან, დავით მათიკაშვილი ამტკიცებს, რომ “ეს არის დაფინანსებული რადიკალიზმი, რომელიც უნდა შეწყდეს“.

ეს არის სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა, უარგუმენტო ცილისმწამებლური მიდგომები, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოში, ხაზგასმით ვამბობ, დაფინანსებულია უცხოეთიდან და იქიდან ხორცილდება და ხდება. ამ ყველაფერს პასუხი უნდა გაეცეს,-ამბობს ის. 

გინება სოცქსელში დასჯადი ხდება-ფრაქცია “ქართული ოცნება“ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეებს შინაგან საქმეთა სამინისტროში უჩივის.

“ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ მათ მტკიცებულებები შეაგროვეს, იქნებოდა ეს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტები, სატელევიზიო ეთერში გამოხატული აზრი, ან საჯარო სივრცეში დაფიქსირებული პოზიცია, რაც მათ მიიჩნიეს, რომ შეურაცხმყოფელი იქნებოდა და ამ ყველაფერს შსს-ს წარუდგენენ.

  • ირაკლი კირცხალიას თქმით, საჩივრის მიზანია "მომავალში ვერავინ შეძლოს საჯარო სივრცეში ზიზღის ენის პროპაგანდირება და ტერორის გავრცელება".

მსგავსი სიახლეები