ვინ დარეკა "ოცნებიდან" ევროკავშირში? - ესპანელი ევროპარლამენტარის პირველი ინტერვიუ "პირველებთან"

06.06.25 20:20
ვინ დარეკა "ოცნებიდან" ევროკავშირში? - ესპანელი ევროპარლამენტარის პირველი ინტერვიუ "პირველებთან"

ვინ დარეკა "ოცნებიდან" ევროკავშირში, ესპანელი ევროპარლამენტარი არ ასახელებს. ნაჩო სანჩეს ამორმა, "ოცნების" სანქცირებული გუნდის სკანდალური მხილების შემდეგ, "პირველებთან" პირველ ინტერვიუში დაადასტურა ინფორმაცია, რამაც "ოცნების" შიშები სანქციების მიმართ დაადასტურა. სანჩესი ამბობს, რომ ევროკომისიაში "ოცნების" წევრები რეკავენ და ინტერესდებიან, როგორ შეიძლება, დაიბრუნონ ქონება, რომელიც სანქციების გამო დაყადაღებულია. 

გავლენიანი ევროდეპუტატი ამბობს, რომ ინფორმაცია მას ევროკომისიიდან მას შემდეგ მიაწოდეს, რაც ევროპარლამენტარების დელეგაციამ მათ თბილისიდან ქართველი ხალხის მოთხოვნა გადასცა. ამის შემდეგ მათთვის გახდა ცნობილი, რომ ივანშვილის გუნდი ინდივიდუალურად ცდილობს, სანქციების სიას თავი დააღწიოს. სანჩეს ამორი ამბობს, რომ ცინიზმია, ერთის მხრივ, ევროპაში ქონება გქონდეს და ევროპული ღრებულებებით სარგებლომდე, მეორეს მხრივ, კი თავისუფლებას ართმევდე შენს მოქალაქეებს.

ვის აქვს ვილები ესპანეთსაა და აქტივები ევროპის ქალაქებში? გვარებს ევროაპრლამენტარი პოლიტიკური კორექტულობიდან გამომდინარე არ ასახელებს, თუმცა, საჯარო წყეროებით ცნობილია, რომ ასეთი ბევრია. კობახიძის კაბინეტის საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშივლი ქალიშვილი ბელგიაში ცხოვრობს და სწავლობს, არ ვიცით იყო თუ არა ერთ-ერთი ბოჭორიშვილი, რომელიც სანქციების შიშით და პირადი კონტაქტებით ევროკომისიაში პირადი საკითხის გადწყვეტას ცდილობდა.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები