მოსკოვი 2008 წლის ომში საქართველოს დასადანაშაულებლად "ოცნების" განცხადებას უკვე მეორედ იშველიებს
უკვე მეორედ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ პოზიციების გასამყარებლად "ქართული ოცნების" განცხადებას იშველიებს. აგვისტოში გამოქვეყნებული წერილი, რომლითაც "ოცნებამ" სააკაშვილს დასავლეთის დავალებით ომის დაწყება დააბრალა, გაეროს სხდომაზე რუსმა დეპუტატმა წაიკითხა და თქვა, რომ ეს მთავარი არგუმენტია, რის გამოც საქართველოსთვის სასარგებლო რეზოლუციას მხარდაჭერა არ უნდა ჰქონოდა.
"ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება იყო რუსეთის მაშველი რგოლი რამდენიმე თვის წინაც, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ამ ერთი წერილით "ქართულმა ოცნებამ" ოკუპანტს საერთაშორისო დისკუსიებში თავის სამართლებელი არგუმენტი მისცა, თუმცა მცდელობა ამ ეტაპზე უშედეგოა. საერთაშორისო საზოგადოება ომში მხოლოდ ერთ დამნაშავეს ხედავს და ამიტომ დევნილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას იმაზე მეტი მხარდაჭერა ჰქონდა, ვიდრე გასულ წელს. მხარდამჭერებს შორის ტრადიციულად არ ყოფილან ივანიშვილის პარტიის მეგობარი სახელმწიფოები : ჩინეთი და არაბთა საემიროები.
"ქართული ოცნებისთვის", როგორც ჩანს, გაეროში რუსი დეპუტატის გამოსვლას უკმაყოფილება არ გამოუწვევია. ივანიშვილის პარტია საკუთარი პოლიტიკის ცვლილებას ვერც მეორე შემთხვევა აფიქრებინებს. პირიქით, "ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ აგვისტოს ომი სამსჯელო საკითხია.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.