"ნაციონალურ მოძრაობას" უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო რეფერენდუმი - ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" და პარტიის კანდიდატები ყველგან დამაჯერებლად იმარჯვებენ. ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ 2024 წლამდე ეს ბოლო არჩევნებია.
ეს არჩევნები არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური წყალგამყოფი, დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ საბოლოოდ დავამარცხოთ პოლარიზაცია, დესტრუქცია და სიძულვლილი ქართულ პოლიტიკაში. დღეს ,,ენმ", მთავარი დესტრუქციული ძალა, არის სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილი. ამ მომენტისთვის ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იმარჯვებენ არჩევნებს უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა, რათა ეს გამარჯვება კიდევ უფრო გავამყაროთ და სიძულვილზე და სიცრუეზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალამ გადამწყვეტი მარცხი განიცადოს. შეგახსენებთ, რომ ეს არის ბოლო არჩევნები 2024 წლამდე, 3 საათი გვაშორებს გამარჯვებამდე. რა თქმა უნდა, მინდა ვთქვა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო რეფერენდუმი", - თქვა ღარიბაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"