გინება და წყევლა დასჯადი ხდება - "ოცნება" სოცქსელში ბულინგის შემცველ განცხადებებს აგროვებს

06.06.25 20:21
გინება და წყევლა დასჯადი ხდება - "ოცნება" სოცქსელში ბულინგის შემცველ განცხადებებს აგროვებს

სიმღერა "ქართულ ოცნებაზე", დიდი ალბათობით, ქვეყანაში აიკრძალება. დავით მათიკაშვილი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ეს სიმღერა პერსონალურად მიუიძღვნეს, ამბობს, რომ საჯაროდ მის შესრულებას "ქართული ოცნების" მოწინააღმდეგეები ვეღარ შეძლებენ. მათიკაშვილი "ქართული ოცნებისთვის" სპოტანურად დაწერილი სიმღერის აკრძალვას სათავეში თავად უდგება. 

ვიდრე სიმღერა აიკრძალება, სჯიან მისი შესრულებისთვის. დავით მათიკაშვილმა პოლიციას უკვე მისცა ჩვენება იმ ახალგაზრდა აქტივისტის წინააღმდეგ, ვინც ტორტების მაღაზიასთან დავით მათიკაშვილს საპროტესტო ნოტები შეუსრულა. 

სიმღერის გარდა დასჯადი ხდება წყევლაც. "ქართლი ოცნების" ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ჯერ შინაარსს შეამოწმობენ და წყველის სიმძიმიდან გამომდინარე გადწყდება, დაექვემდებარება თუ არა ის დასჯას. 

თუ თქვენ "ქართული ოცნების" წევრებს დააბულინგებთ ან შეაგინებთ სოცილურ ქსელში და არა პირადად, მალე ამის გამოც დაგაკავებენ. "ოცნების" სარევიზიო ჯგუფმა სოციალურ ქსელში პარტიის კრიტიკოსების ის განცხადებები შეაგროვა, რომელიც შეურაცხყოფად მიიჩნია. ყველა პოლციაში გააგზავნა და პოსტების ავტორების სამაგალითოდ დასჯას ითხოვს. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები