უილსონი: "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტი ტრამპი ცრუ ბრალდებებით დაგმო

06.06.25 20:44
უილსონი: "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტი ტრამპი ცრუ ბრალდებებით დაგმო

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ჯო უილსონი ივანიშვილის გუნდის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება - ამერიკელი კონგრესმენი, რომლის კომენტარსაც ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს, ამბობს, რომ ""ქართული ოცნების" პრემიერმა პრეზიდენტი ტრამპი ცრუ ბრალდებებით დაგმო".

ამასთან, ჯო უილსონი კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის მიმართ და "სამართლიანი არჩევნების" დანიშვნას მოითხოვს. 

თბილისის „სივილ ნიუსი“ ინფორმაციას ავრცელებს, რომ კორუფციულმა ანტიამერიკულმა „ქართული ოცნების“ პარტიამ განცხადება გაავრცელა დემოკრატიის წინააღმდეგ. ციტატა: „ყოველი პოლიტიკოსი, რომელიც ანტიქართულ განცხადებებს აკეთებს, „დიფ სთეითის“ ქსელის წევრია და ჯო უილსონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაგალითია".

„ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტი ტრამპი ცრუ ბრალდებებით დაგმო.

ამერიკა გვერდში უდგას ქართველ ხალხსა და ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და მხარს უჭერს სამართლიან არჩევნებს.

ამერიკელებმა მხარი დაუჭირეს „MEGOBARI აქტს“ 349-42-ზე ხმებით. კონგრესის 90%-მა მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს. ეს ქართველ ხალხს დიქტატორ ივანიშვილის მიტოვების არჩევანს აძლევს“, - განაცხადა უილსონმა. (თარგმანი IPN)

მსგავსი სიახლეები