"ძველი" ბიჭების" თავშეყრა გლდანში - "ოცნების" მხარდამჭერებისთვის რესტორანი დახურეს
ე.წ. ძველი ბიჭების თავშეყრა გლდანში - "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვის რესტორანი "ალილო" დახურეს.
"ტვ პირველის" გადამღები ჯგუფის გამოჩენის შემდეგ ადგილზე სრული პანიკა ატყდა. "ქართული ოცნების" აქტივისტების ნაწილმა ტერიტორია სასწრაფოდ დატოვა.
ვინც მაგიდასთან დარჩა, ირწმუნებოდა, რომ არჩევნების შედეგებს რესტორანში დაელოდება. ზოგიერთი დაბადების დღეზე იყო, ნაწილი ძმაკაცს ელოდებოდა.
საბოლოოდ, "ტვ პირველის" ჟურნალისტი, ნანუკა ქაჯაია, ადგილიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. "ალილოში" სტუმრის სტსტუსით მყოფი პირები ამტკიცებდნენ, რომ ტელეკომპანია კერძო საკუთრებაში შეიჭრა.
მსგავსი სიახლეები
14.08.26 19:26
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"