მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში შიმშილობას აგრძელებს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავამ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მოინახულა.
მე ძალიან ვეცადე ჩემი მოკრძალებული აზრი მისთვის მომეხსენებინა, რომ შიმშილობა არ არის მიზანშეწონილი, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლიტურად მესმის, რომ ის თავს თვლის პოლიტიკურ პატიმრად და ის არის პოლიტიკური პატიმარი და ეს მსჯავრი არის მხოლოდ პოლიტიკური მოტივით წარდგენილი მის მიმართ, თუმცა მისი გადაწყვეტილებაა, რომ მან გააგრძელოს შიმშილობა", - ამბობს თინა ბოკუჩავა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი თბილისში გუშინ დააკავეს. სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"