ექსკლუზივი: სახელმწიფო კომპანიებში საიდუმლოდ დასაქმებულთა სია

07.06.25 21:30
ექსკლუზივი: სახელმწიფო კომპანიებში საიდუმლოდ დასაქმებულთა სია

ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ირაკლი ღარიბაშვილის ბიძა და სხვები - "შაბათის ეთერისთვის" მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ყოფილი პრემიერის ოჯახის წევრები, რომლებიც სახელმწიფო კომპანიაში იყვნენ დასაქმებულები, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

"შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის ძმა, ლექსო თამაზაშვილი "საქრუსენერგოდან" გასულ კვირას გაათავისუფლეს, თავად ამბობს, რომ წავიდა.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, თამაზაშვილი წლების განმავლობაში, სახელმწიფო კომპანიაში იყო დასაქმებული და წლიურად საქართველოს ბიუჯეტიდან ხელფასის სახით ათი ათასობით ლარს იღებდა. წყარო, რომელმაც "შაბათის ეთერს" სახელმწიფო კომპანიებში დასაქმებული "ქართული ოცნების" ლიდერების ოჯახის წევრების ახალი სია მიაწოდა, ამტკიცებს, რომ "2016 წლიდან თამაზაშვილს ხელფასს არაფრის კეთებაში უხდიდნენ". 

  • პარალელურად, ირკვევა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა კახეთში ღვინის თანამდეროვე ქარხანას, 150 ჰექტარ ვენახს ფლობს და როგორც თავად ამბობს, კრიპტოვალუტის ბიზნესიც ჰქონდა.

"შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ სახელმწიფო კომპანიებში თანამდებობებს და მრავალათასიან ხელფასებს აქამდე "ქართული ოცნების" სხვა ექსდეპუტატებიც ინარჩუნებდნენ, მათ შორის ერთ-ერთი დავით ლორთქიფანიძეა. დავით ლორთქიფანიძე, რომლის შემოსავალიც ათი ათასობით ლარია, ამ დრომდე სახელმწიფო კომპანიის თანამშრომელია, თუმცა "შაბათის ეთერს" ვერ პასუხობს კითხვაზე, რას საქმიანობს იქ. 

"შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ "საქრუსენერგოში" დასაქმებული იყო თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის 80 წლის მამა, ნუგზარ ჩიქოვანი, რომელიც გვარების გამოჟონვის შემდეგ, წყაროს ცნობით, სამსახურიდან გაუშვეს.

სახელმწიფო კომპანიაში პოსტები არა მხოლოდ "ქართული ოცნების" ყოფილ წევრებს, არამედ "ოცნების" მეგობარი ბიზნესმენების ახლო ნათესავებსაც მისცეს.

"საქრუსენერგოში", რომლის მთავარი მოვალეობაც ენერგოგადამცემი ხაზების გამართული მუშაობაა, სამეთვალყურეო საბჭოს წევრად თეატრმცოდნე, თეა გაბადაძეც დაასაქმეს. "საქრუსენერგოდან" წყარო გვიყვება, რომ თეა გადაბაძე სამსახურში პარტიული ხაზით მოხვდა. 

"საქრუსენერგოში" ასევე დასაქმებულები არიან ვეტერანი ფეხბურთელი ალექსანდრე ჩივაძე, ეკა ხვედელიძის თანაკლასელის ქმარი და კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ყოფილი უფროსი ავთანდილ თევზაძე, ირაკლი ღარიბაშვილის ბიძა რამაზ ყორანაშვილი.

"შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ "საქრუსენერგოში" წლების განმავლობაში დასაქმებული იყო ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ძმა, გიორგი შოთაძეც. ასევე სახელმწიფო კომპანიაში მუშაობდა "პოს ტვ"-ის დამფუძნებელი, ლაშა ნაცვლიშვილი, რომელმაც კომპანია მას შემდეგ დატოვა, რაც ფიქტიურად დასაქმებულთა შესახებ გვარებმა "შაბათის ეთერამდე" გამოჟონა.

ვის სად ასაქმებენ - თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაში

მსგავსი სიახლეები