ფიქსირდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, უბნის ტერიტორიაზე პირთა საეჭვო შეკრება და ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტები - ISFED
ISFED-ის არჩევნების დღის მეორე განცხადება:
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების" მონაცემებით, მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებთან ფიქსირდება პირთა საეჭვო შეკრება, ხმის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტები.
ფიქსირდება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტები, რაც გამოიხატება ბიულეტენების საარჩევნო უბანზე მყოფი პირებისთვის ჩვენებაში, უბნის მიმდებარედ ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებმა მასშტაბური სახე მიიღო. ზოგიერთი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნება პირთა საეჭვო შეკრება, მათ შორის, ავტომობილში. დაფიქსირდა უბნის მიმდებარედ სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებიც.
ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის:
ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა აქტივობა 17.7%-ია (+/-0.4% ცდომილების ხარისხით), რაც მცირე ზრდაა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესაბამის მონაცემთან შედარებით (16.3%)
თბილისში ამომრჩეველთა აქტივობა 15.8%-ია (+/-0.4% ცდომილების ხარისხით), რაც 2017 წლის ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემთან შედარებით (14.7%) ასევე მცირე ზრდაა
რეგიონებში ამომრჩეველთა აქტივობამ 18.5% შეადგინა (+/-0.6% ცდომილების ხარისხით) - ნათქვამია ,,სამართლიანი არჩევნების" განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"