კობახიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი გააუქმა

07.06.25 22:07
კობახიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი გააუქმა

ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილებით, 1 ივლისიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტი გაუქმდა.

 „ლიკვიდირებული ინსტიტუტის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს სამინისტრო. ინსტიტუტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ყველა დოკუმენტაცია გადაეცეს სამინისტროს, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე“, -  წერია დადგენილებაში.

 მიმდინარე წლის 1 ივლისიდან საქართველოში ასევე უქმდება „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“.

მსგავსი სიახლეები