საასნქციო სიაში მოხვედრა "ოცნებისთვის" სერიოზული ტვირთია - ექსპერტები

08.06.25 13:49
საასნქციო სიაში მოხვედრა "ოცნებისთვის" სერიოზული ტვირთია - ექსპერტები

ის, რომ შესაძლოა, "ოცების" წევრები ბრიუსელში რეკავდნენ და სანქციებისთვის თავის არიდებას ცდილობდნენ, ექსპერტებს არ უკვირთ. ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე ამბობს, რომ სასანქციო სიაში მოხვედრა "ოცნებისთვის" სერიოზული ტვირთია და ამიტომ, ცხადია, რომ ისინი თავის გადარჩენას ცდილობდნენ.

მემგონი, ძალიან ლოგიკურია, რომ იმ ხალხს, ვისაც აქვს რისკი, რომ სანქციების ქვეშ მოხვდეს, ცდილობს, თავიდან ეს აირიდოს. ეს არავისთვის სასურველი არ არის. მითუმეტეს, არ არის სასურველი ბიზნესის წარმოამდგენლებისთვის და ალბათ ყველა გზას მიმართავენ იმისთვის, რომ ასე მოხდეს. ჩემთვის უფრო გასაკვირი იქნებოდა, რომ არ ცდილობდნენ. ის, რომ ცდილობენ, ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. ისეთ სიაში, როგორიც არის მაგნიცკის სია, რომლიდანაც, ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება თავს ვეღარ დააღწევ. ეს ძალიან სერიოზული ტვირთია, - ამბობს ნატალი საბანაძე.

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი, მკვლევარი გიორგი მელაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნების" მცდელობა, თავი მოაჩვენოს, თითქოს სანქციები არ აღელვებს, ტყუილია. 

სანქციების დაწესების პირველივე დღიდან აბსოლუტურად ცხადი იყო, რომ „ოცნების“ ბაქი-ბუქი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის ჯილდო, რომ არანაირი გავლენა არ აქვს, იყო ჩვეულებრივი ტყუილი. ასევე, აბსოლუტურად ცხადი იყო, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ეცდებოდნენ ყველა გზის გამოყენებას, მათ შორის, პირადი კონტაქტების გამოყენებას, არა სახელმწიფო ინტერესების დასაცავად, არამედ საკუთარი ინტერესების გასატარებლად, რომ ამ სანქციებიდან ამოსულიყვნენ, რომ საკუთარი ქონება, რომელიც მათ დააგროვეს დასავლეთის ქვეყნებში ქართველი ხალხის რამენაირად დაეცვათ. არცერთი პროპაგანდისტის მოხვედრა სასანქციო სიაში და მათი ზარები „მიშველეთ!“, არანაირად არ არის გასაკვირი. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რუსი პროპაგანდისტები, მაგალითად, სოლოვიოვი, რომელიც იტალიაში ფლობდა სახლებს, ზუსტად იგივე გზას, რუსულ გზას დაადგა „ქართული ოცნება“, - ამბობს გიორგი მელაშვილი.

ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ “ქართული ოცნების“ სანქცირებული წევრები ევროკავშირში რეკავენ და კითხვას სვამენ: როგორ შეუძლიათ სიიდან თავის დაღწევა.

განცხადება სოციალ-დემოკრატების წარმომადგენელმა ევრონესტის დელეგაციის სხდომაზე გააკეთა.

როგორც ის ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია კოლეგებისგან ევროკომისიასა და საგარეო ქმედებათა სამსახურში მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები