საცობი რიკოთზე - უღელტეხილზე გრძელი რიგებია
რიკოთის უღელტეხილზე საცობია - ფოტოს "ტვ პირველს" ადგილიდან მოაწდეს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 155 -ე კილომეტრთან (რიკოთის მონაკვეთი), გზის მიმდებარე ფერდზე ჩამოიშალა მიწის ნაწილი, რის გამოც ნაწილობრივ ჩაიკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.
დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის ავტოტრანსპორტის გადაადგილება მიმდინარეობს ერთ ზოლზე.