ვინ რეკავს ბრიუსელში - "ოცნება" ამ დრომდე არ ამბობს, ვინ ითხოვს სანქციებისგან შველას
"ქართულ ოცნებაში" ამ დრომდე არ ამბობენ, ვინ რეკავს მათი გუნდიდან ბრიუსელში და ვინ ითხოვს შველას სანქციებისგან თავის ასარიდებლად. ევროპარლამენტარ სანჩესის მხილება ივანიშვილის გუნდისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა, რადგან ევროპელმა პოლიტიკოსმა ერთი განცხადებით ჩამოშალა პროპაგანდა, რომ თითქოს სანქციები არავის ადარდებს და არ მუშაობს.
ნატალია საბანაძე, რომელიც წლები ევროკავშირში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ ივანიშვილის პარტიას წინ ბევრად უფრო მძიმე დღეები ელოდება.
ბრიუსელშ საშველად მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრები არ რეკავენ. "პირველების" მოპოვებული ინფორმაციით, ზარები ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში იმ ადამიანებისგანაც შედის, ვისაც საზოგადოების ერთი ნაწილი "ქართული ოცნების" დამხმარედ, მათი პოლიტიკის გამტარად და პროპაგანდისტად მოიაზრებს.
"პირველებმა" ინფორმაციის გადამოწმება მათგანაც სცადა, თუმცა იმის გამო, რომ პასუხები ვერ მივიღეთ, ვინაობას განგებ არ ვასაჯაროებთ.
ვრცლდა ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.