სენაკში, საარჩევნო უბანზე, პირი ალკოჰოლურ სასმელს არიგებს - გახარიას გუნდი

02.10.21 18:05
სენაკში, საარჩევნო უბანზე, პირი ალკოჰოლურ სასმელს არიგებს - გახარიას გუნდი

სენაკში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე პირი ალკოჰოლურ სასმელს არიგებს - ინფორმაციას პარტია ,,საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური, ავრცელებს: 

სენაკში, მე-14 საარჩევნო უბანზე, კერძოდ დევნილთა დასახლებაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომელი არიგებს ალკოჰოლურ სასმელს, განსაკუთრებით ყურადსაღებია გადასატან ყუთებთან მიმართებით სხვადასხვა რეგიონში დაფიქსირებული დარღვევის ფაქტები, რაც უკვე სისტემურ ხასიათს ატარებს, კერძოდ, დაფიქსირდა, რომ გადასატანი ყუთი დაბრუნდა საარჩევნო უბანზე, ხოლო შემდეგ ისევ გაიტანეს", - ამბობს ბუჩუკური.

მსგავსი სიახლეები