აქ იმიტომ დავდივარ, რომ მაქსიმალურად ავხადო ფარდა იმ უსამართლობას, რაც ქვეყანაშია დამკვიდრებული- ხაზარაძე
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბოლო ეტაპზე გადავიდა. სახელმწიფო ბრალდება სასამართლოში დღეს დასკვნით სიტყვას იტყვის.
როგორც სასამართლო სხდომის დაწყების წინ ხაზარაძემ განაცხადა, ის სასამართლოებზე იმის გამო დადის, რომ “კიდევ ერთხელ მაქსიმალურად ახადოს ფარდა იმ უსამართლობას, რაც ამ ქვეყანაშია დამკვიდრებული“.
“ჩვენ არა გვაქვს სახელმწიფო, სადაც სამართალია, ამიტომ პროცესის მიმართ არანაირი მოლოდინი არა მაქვს“,-თქვა მან.
სიმართლე გითხრათ, არანაირი მოლოდინის განცდებია რ მაქვს, რადგან ჩვენ არ გვაქვსვ სახელმწიფო, სადაც არის სამართალი, ამ სასამართლოში ჩანერგილია წინა ხეწლისუფლების პროკურატურა, მოსამართლეები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროსაც იგივე დანაშაულს ჩადიოდნენ, ეს არის ერთი კასტა, ამიტომ, სანამ მთლიანად რეორგანიზაცია და ამათი გაშვება არ მოხდება ხელისუფლებიდან, არანაირი მოლოდინი არ მაქვს, სამართლიანობის განცდის. ამიტომ, აქ დავდივარ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მაქსიმალურად ავხადო ფარდა იმ უსამართლობას, რაც ამ ქვეყანაშია დამკვიდრებული - ფარდა, პირველ რიგში, „ქართული ოცნების" მომხრეებისთვის ავხადო, რათა დაინახონ, რომ ხვალ თავად და მათი ოჯახები შეიძლება დადგენ ისეთივე სასამართლოს ძალადობის და მსხვერპლის ქვეშ, როგორშიც ჩვენ ვართ ბოლო 5 წლის განმავლობაში, -განაცხადა ხაზარაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერის საქმის განხილვა მიმდინარეობს. საქმე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ეხება.
დღევანდელი სხდომა კვლავ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება. ამასთან, დღევანდელ პროცესზე გახდება ცნობილი, მისცემს თუ არა ხაზარაძე სასამართლოში ჩვენებას.