რუსთავში ჩასულები არიან მერაბიშვილი, შაშკინი, ხაბეიშვილი - პაპუაშვილი მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს
"ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, შალვა პაპუაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" უბნებზე მხარდამჭერების მობილიზებას ახდენს. პაპუაშვილის ინფორმაციით, რუსთავსა და დმანისში მოსალოდნელია პროვოკაციები.
ვაკვირდებით, რომ ხდება "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მობილიზება, სადაც ხედავენ, რომ აგებენ არჩევნებს ,აქედან გამომდინარე, აკეთებენ მობილიზებას. რუსთავში ჩასულები არიან მერაბიშვილი, შაშკინი, ხაბეიშვილი, ჭანკოტაძე. როგორც ჩანს, არის იქ რისკი, რომ პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი.ასევე დმანისში, ბატონი ოქრიაშვილი მიემგზავრება ტელევიზიებთან ერთად და აქაც არის რისკი, რომ იყოს პროვოკაცია. ჩვენ მოვუწოდებთ მხარდამჭერებს, რომ იყვნენ მაქსიმალურად თავშეკავებულები ინციდენტებთან დაკავშირებით, ამ დღეს დამაჯერებლად გავიმარჯვეთ, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე მივიყვანოთ მშვიდობიანად ბოლომდე", - თქვა პაპუაშვილმა.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"