კოტე იოსელიანის გატაცების საქმე -“ოცნებაში“ პირველი კომენტარები კეთდება

09.06.25 13:40
კოტე იოსელიანის გატაცების საქმე -“ოცნებაში“ პირველი კომენტარები კეთდება

კოტე იოსელიანის გატაცების საქმე -“ქართულ ოცნებაში“ თინა ბოკუჩავას მიერ დღეს გაკეთებულ სკანდალურ განცხადებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარები კეთდება. 

ივანიშვილის გუნდის წევრების მტკიცებით, ეს არის ბოკუჩავას მიერ "გამოგონილი ამბავი".

“უნიჭო სპექტაკლს“ უწოდებს ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებას გია ვოლსკი. მისი თქმით, “ამ ზღაპარს არავინ დაიჯერებს“.

უნიჭო სპექტაკლია, მაგრამ ამავე დროს სიბოროტის ის დოზა ახლავს, რომელიც ახასიათებს ნაცმოძრაობას, მაგრამ დღეს ასეთი ზღაპრის მოყოლა უკავშირდება კონკრეტულ ამოცანას, რომ შეურაცხყოფა მიაყენოს, უშიშროების სამსახურს, ახალ ხელმძღვანელობას, ასევე შსს-ს. გულუბრყვილო სანჩეს ამორის გარდა ამას არავინ დაიჯერებს, - ამბობს ვოლსკი.

გურამ მაჭარაშვილი კამერების წინ ამბობს, რომ “ბოკუჩავა იმ დონის პოლიტიკოსი არ არის, რომლის პოლიტიკურად განეიტრალებაზეც იფიქრებდა ვინმე.“

ცოტა დამაჯერებელი ზღაპრები მოიგონოს და ვურჩევ, მოუსმინოს ამ კომისიას, ვერ გადაფარავენ ნაცმოძრაობის განადგურებას, რაღაც მოგონილი ზღაპრებით, -ამბობს ის.

“ოცნებაში“ აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც კომენტარის გაკეთება საერთდო არ ისურვეს.

ცოტა ხნის წინ, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ სკანდალური განცხადება გააკეთა- მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის ვიდეოს ჩაწერამდე, მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ.

ბოკუჩავა დეტალურად ჰყვება, როგორ მოხდა კოტე იოსელიანის გატაცება და შემდეგ მასზე ფსიქოლოგიური წეზოლის განხორციელება.

ენმ-ის ლიდერის თქმით,  იოსელიანი გატაცების  შემდგომ მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მისი ქმრის „ძალადობრივი გატაცების მიზეზი“ მისი გაჩუმებაა.

8 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს 7 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს უხდის.

ვიდეო-მიმართვაში იოსელიანი ამბობს: "რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი". 

მსგავსი სიახლეები