ის რაც ბოკუჩავას ოჯახს მოუწყვეს, ეს რუსეთი აღარა, ეს კადიროვის ჩეჩნეთია - მიხეილ სააკაშვილი
“დაჩმორების”, დაშინების მცდელობა - ერთუჯრედიანი, უინტელექტო, გაუნათლებელი ქონდრისკაცების მხრიდან- ასე აფასებს კოტე იოსელიანის გატაცების საქმეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
სააკაშვილი ამბობს, რომ “ის, რაც თინა ბოკუჩავას და მის ოჯახს მოუწყვეს ეს აღარ არის რუსეთი, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი“.
“ეს არის უკიდურესად მხდალი, უკიდურესად სუსტი რეჟიმის ქმედება“, - ბდასძენს სააკასვილი.
მინდა მივესალმო საამაყო, უმაგრეს თინათინ ბოკუჩავას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარესა და უმაგრეს პოლიტიკურ ლიდერს.
ის რაც მოუწყეს მის [კოტე იოსელიანს] მეუღლეს და მის ოჯახს გუშინ, ეს აღარ არის რუსეთი - ჩვენ ვიძახით, რომ არ გვინდა რუსეთი საქართველოში - რუსეთი აღარ არის ეს, ეს არის კადიროვის ჩეჩნეთი!
კადიროვი იტაცებს ასე ხალხს, კადიროვი აწერინებს მათ ვიდეოებს, კადიროვი აშინებს მათ ოჯახის უსაფრთხოებით.
ამ ბანდიტებმა დაამკვიდრეს საქართველოში კადიროვიზმი - ყველაფერს აქვს თავის საზღვარი, ხალხო! არ გვეშინია, არ გავჩუმდებით!
ეს არის უკიდურესად მხდალი, უკიდურესად სუსტი რეჟიმის ქმედება - ეს “დაჩმორების”, დაშინების მცდელობა - ერთუჯრედიანი, უინტელექტო, გაუნათლებელი ქონდრისკაცების მხრიდან, - თქვა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე ჩართვისას.
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ სკანდალური განცხადება გააკეთა- მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის ვიდეოს ჩაწერამდე, მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ.
ბოკუჩავა დეტალურად ჰყვება, როგორ მოხდა კოტე იოსელიანის გატაცება და შემდეგ მასზე ფსიქოლოგიური წეზოლის განხორციელება.
ენმ-ის ლიდერის თქმით, იოსელიანი გატაცების შემდგომ მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მისი ქმრის „ძალადობრივი გატაცების მიზეზი“ მისი გაჩუმებაა.
8 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს 7 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს უხდის.
ვიდეო-მიმართვაში იოსელიანი ამბობს: "რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი".