“ჩვეულებრივი კადიროვშინაა“-ოპოზიცია კოტე იოსელიანის გატაცების საქმეზე
კოტე იოსელიანის გატაცების საქმე-ოპოზიციას “ოცნებისგან“ მსგავსი ქმედება არ უკვრის და ამბობენ, რომ “რეჟიმისგან უკვე ყველაფერია მოსალოდნელი, რადგან დიდი ხანია ხალხს მძაფრსიუჟეტიან სერიალში ამყოფებენ“.
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან სანიკიძის თქმით, “ქვეყანაში, სადაც შვილების სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან და მიდის უპრეცედენტო პოლიტიკური დევნა, ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრება საშიშია“.
ამას უნდა ვუპასუხოთ ნათლად და გარკვევით, ის არის ფაქტი, რომ ივანიშვილის არის კადიროვის რეჟიმის მაშენებელი, აქ ბელარუსიც არ იქნება, უარესი იქნება, კადიროვის სახელმწიფო, სადაც ადამიანებს იტაცებენ, ემუქრებიან შვილების სიცოცხლის მოსპობით და მიდის უპრეცედენტო პოლიტიკური დევნა, ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრება ამ ქვეყანაში საშიშია, - ამბობს ლევან სანიკიძე.
“ოცნება“ ბოლომდე ემსაგვსება ისეთ ავტორიტარულ ქვეყნებს, როგორიცაა ბელარუსი და რუსეთი,- ამბობს გიორგი სიორიძე და აცხადებს, რომ “ქვეყანა მძაფრსიუჟეტიან ფილმს დაამსგავსეს.“
ეს არის მძიმე ბრალდება, მაგრამ “ქართული ოცნების“ რეჟიმისგან უკვე ყველაფერია მოსალოდნელი, მძაფრსიუჟეტიან სერიალში გვამყოფებენ, ჩვენი ქვეყანა ისეთ კინოს დაამსგავსეს, სადაც ავითარებენ ადამიანის უფლებების დამრღვევ სიუჟეტებს. “ოცნება“ ბოლომდე ემსაგვსება ისეთ ავტორიტარულ ქვეყნებს, როგორიცაა ბელარუსი და რუსეთი, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
“ჩვეულებრივი კადიროვშინაა“-ასე აფასებს თინა ბოკუჩავას სკანდალურ განცხადებას პოლიტიკოსი ბორის ჩელე ყურუა.
ჩვეულებრივი კადიროვშინაა-ქვეყანა, სადაც ადამიანებს იტაცებენ და მუქარით აიძულებენ, ბოდიში მოიხადონ. შესაძლოა, არიან “ქართული ოცნების“ ამომრჩევლები, რომლებსაც არ სჯერათ, მაგრამ ისინიც უნდა დაგვეთანხმონ, რომ ამ საქმეს არავინ გამოიძიებს. სხვებს კი არ უნდა გადავუაროთ დავაბულინგოთ, პირიქით, მხარდაჭერა უნდა ვაჩვენოთ, რომ ყველამ ხმა აიმაღლოს და ამ ყველაფერს შეეწინააღმდეგოს, რადგან ძალიან საშიშ პერიოდში ვიმყოფებით და ეს პრაქტიკა თუ გაუვიდათ, იმ ზღვარს ვუახლოვდებით, როგორც ხდება ჩეჩნეთში, მანქანით რომ ხვდებიან და აიძულებენ, რომ ბოდიში მოიხადოს,- განაცხადა ბორის ჩელე ყურუამ.
ცოტა ხნის წინ, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ სკანდალური განცხადება გააკეთა- მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის ვიდეოს ჩაწერამდე, მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ.
ბოკუჩავა დეტალურად ჰყვება, როგორ მოხდა კოტე იოსელიანის გატაცება და შემდეგ მასზე ფსიქოლოგიური წეზოლის განხორციელება.
ენმ-ის ლიდერის თქმით, იოსელიანი გატაცების შემდგომ მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მისი ქმრის „ძალადობრივი გატაცების მიზეზი“ მისი გაჩუმებაა.
8 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს 7 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს უხდის.
ვიდეო-მიმართვაში იოსელიანი ამბობს: "რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი".