ეს არის ღია ტერორი, ვერ შეგვაშინებენ-სოფო ჯაფარიძე

09.06.25 14:38
ეს არის ღია ტერორი, ვერ შეგვაშინებენ-სოფო ჯაფარიძე

“ეს არის ღია ტერორი, ვერ შეგვაშინებენ“- ასე აფასებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოფო ჯაფარიძეს კოტე იოსელიანის გატაცების საქმეს.

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ “როცა ოჯახს და შვილების უსაფრთხოებას ემუქრებიან, იქ პოლიტიკა მთავრდება“.

“ეს არის რეჟიმის ნამდვილი სახე“,-ამბობს ის.

ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის ღია ტერორი.
როცა ოჯახს და შვილების უსაფრთხოებას ემუქრებიან იქ პოლიტიკა მთავრდება, ეს არის რეჟიმის ნამდვილი სახე.

ვერ შეგვაშინებენ!

ჩემი სრული სოლიდარობა თინას და ყველას, ვინც ივანიშვილის სისტემას არ ემორჩილება და იბრძვის თავისუფლებისთვის!” - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

დღეს, 9 ივნისს,  „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ სკანდალური განცხადება გააკეთა- მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის ვიდეოს ჩაწერამდე, მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ.

ბოკუჩავა დეტალურად ჰყვება, როგორ მოხდა კოტე იოსელიანის გატაცება და შემდეგ მასზე ფსიქოლოგიური წეზოლის განხორციელება.

ენმ-ის ლიდერის თქმით,  იოსელიანი გატაცების შემდგომ მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.

მსგავსი სიახლეები