გატაცებისა და მუქარის მძიმე ბრალდება - რა მესიჯ-ბოქსი აქვს "ქართულ ოცნებას"

09.06.25 15:17
გატაცებისა და მუქარის მძიმე ბრალდება - რა მესიჯ-ბოქსი აქვს "ქართულ ოცნებას"

“ქართული ოცნების“ ლიდერები კამერების წინ ამტკიცებენ, რომ მათ არ სჯერათ ოპოზიციური პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საჯარო განცხადების, რომელშიც თინა ბოკუჩავა ქმარზე, კოტე იოსელიანის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარაზე საუბრობდა.

გია ვოლსკიმ, ბოკუჩავას მონაყოლს „უნიჭო სპექტაკლი“ უწოდა. იმავეს იმეორებენ სხვა “მეოცნებეები.“

თუ ირაკლი ზარქუას დავუჯერებთ, იოსელიანს "პოლიტიკაში შემოსვლა უნდა".

მე მგონია, რომ ეს არის გარკვეული მცდელობა, ისევ რაღაც დაძაბულობა შემოიტანონ წინასაარჩევნოდ. „ნაციონალური მოძრაობა“ აღარავის ახსოვს, დანარჩენმა „ლუზერებმა" ითავეს ლიდერობა და შესაბამისად, ახლა ახალი თემა გამოაგორეს. ვის რაში სჭირდება ან ბოკუჩავა, ან მისი მეუღლე?

შეიძლება პოლიტიკაში შემოსვლა უნდა, ის შეცდომა რომ დაუშვა, ვიღაცამ კიდევ ერთხელ არ უთხრას, რომ შენ მაშინ, რომ განცხადება გააკეთე, ადგა და თქვა ისევ, ალბათ, თავისი გადაწყვეტილებით, მაგრამ, ახლა რომ “გააპრავოს“ მისმა მეუღლემ, სპექტაკლი დადგეს, ჩემის აზრით. ამ ბიჭმა თუ ბოდიში მოიხადა მისასალმებელია, სწორია და კარგი საქციელია მისი მხრიდან“ - განაცხადა ზარქუამ.

ლევან მახაშვილის თქმით, კი “ბოკუჩავას გუნდშივე ებრძვიან.“

ზღაპრებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ნაკლებად უნდა უყუროთ მძაფრსიუჟეტიან ფილმებს, მაგრამ, ხუმრობა რომ იქით გადავდოთ, რასაც მე ვუკავშირებ ამ “საკენკის გადმოგდებას“, არის, შიდა დაპირისპირება  აქვს ამ ადამიანს, შეინარჩუნებს თუ არა თავმჯდომარის როლს, არ ვიცით, ამიტომ ცდილობს, თავისი როსლი წამოწევას. მათ შორის შდა დაპირისპირების კონტექსტში,-ამბობს მახაშვილი.

დღეს, 9 ივნისს, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ სკანდალური განცხადება გააკეთა- მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის ვიდეოს ჩაწერამდე, მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ.

ბოკუჩავა დეტალურად ჰყვება, როგორ მოხდა კოტე იოსელიანის გატაცება და შემდეგ მასზე ფსიქოლოგიური წეზოლის განხორციელება.

ენმ-ის ლიდერის თქმით,  იოსელიანი გატაცების  შემდგომ მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მისი ქმრის „ძალადობრივი გატაცების მიზეზი“ მისი გაჩუმებაა.

8 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს 7 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს უხდის.

ვიდეო-მიმართვაში იოსელიანი ამბობს: "რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი". 

მსგავსი სიახლეები