კოტე იოსელიანის პირველი კომენტარი - პოლიტიკოსი მიანიშნებს, რომ შვილებით ემუქრებოდნენ

09.06.25 15:37
კოტე იოსელიანის პირველი კომენტარი - პოლიტიკოსი მიანიშნებს, რომ შვილებით ემუქრებოდნენ

კოტე იოსელიანის პირველი კომენტარი - პოლიტიკოსი მიანიშნებს, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებლის ვაჟს, ცოტნე ივანიშვილს 7 წლის წინ მოხდილი ბოდიში, კიდევ ერთხელ შვილების უსაფრთოების გამო მოუხადა. 

ამასთან როგორც "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას ქმარი სოციალურ ქსელში წერს  “რაზედაც ბოდიში მოხდილი ჰქონდა, იმაზე მეორედ ბოდიშის მოხდა არ ყოფილა არანაირი მორალური, თუ პრინციპული კომპრომისი“.

იოსელიანი "ქართულ ოცნებას" "რეჟიმს" უწოდებს და ამბობს, რომ "რუსული, მდაბიო, მოღალატეობრივი და ანტი-ქართული რეჟიმი უნდა განადგურდეს": 

რაზეც ერთხელ უკვე მოხდილი მქონდა ბოდიში სამართლიანად, იმაზე მეორედ ბოდიშის მოხდა არ ყოფილა არანაირი მორალური, თუ პრინციპული კომპრომისი, რაც მითუმეტეს რომ განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას.

რუსული, მდაბიო, მოღალატეობრივი და ანტი-ქართული რეჟიმი უნდა განადგურდეს და ამაში ისევ იქ ვდგავარ, სადაც ყოველთვის ვიდექი!,- დაწერა მან სოციალურ ქსელში.

დღეს, 9 ივნისს, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ სკანდალური განცხადება გააკეთა- მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის ვიდეოს ჩაწერამდე, მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ.

ბოკუჩავა დეტალურად ჰყვება, როგორ მოხდა კოტე იოსელიანის გატაცება და შემდეგ მასზე ფსიქოლოგიური წეზოლის განხორციელება.

ენმ-ის ლიდერის თქმით,  იოსელიანი გატაცების  შემდგომ მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ. მოდულის შენობაში.

ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, მისი ქმრის „ძალადობრივი გატაცების მიზეზი“ მისი გაჩუმებაა.

8 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომიმართვა, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს 7 წლის წინ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს უხდის.

ვიდეო-მიმართვაში იოსელიანი ამბობს: "რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი, ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი". 

მსგავსი სიახლეები