"ოცნება" გენერალური პროკურორის არჩევის წესს ამარტივებს
"ქართული ოცნება" გენერალური პროკურორის არჩევის წესს ამარტივებს. ივანიშვილის პარტიის წევრებმა ბიუროზე დღეს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი შეიტანეს.
უქმდება ფორმალური პროცესი, როცა პროკურორობის კანდიდატს სამეცნიერო წრე წარადგენდა. ახალი წესის თანახმად, კანდიდატს საპროკუროო საბჭო წარადგენს და საპროკურო საბჭოვე აირჩევს აკადემიურ წრეებთან და მესამე სექტოთან კონსულტაციების გარეშე.
"ქართული ოცნება" აცხადებს, რომ მესამე სექტორს ან ენდობა, რადგან მათი მტკიცებით, ისინი რევოლციონერულ საქმიანობას ეწევიან.
აკადემიურ წრეებთან კონსულტაციები, რასაკვრიველია, დღის წესრიგში იქნება მუდმივად, ნებისმიერ საკითხზე, თუმცა ეს არ არის სავალდებულო თემა, რომ კონსულტაციები ჩაატარო, რომელიც აღწერილია კონსტიტუციაში ან რომელიმე კანონში. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბოლო პერიოდში თავი გამოიჩინეს მხოლოდ იმით, რომ რევოლციურ პროცესებს ედგენენ სათავეში და დღემდე ამ საქმიანობას მიყვებიან. ყოველგვარი ცვლილების გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსების წყაროები შეიცვალა არ შეცვლილა არც მატი ზნე, არც მათი საქციელი და რასაკვირველია, ამ თემასთან დაკავშირებით თანამშრომლობის არანაირ პერსპექტივაზე ლაპარაკი არ არის, - ამბობს ვოლსკი.
ახლა ქვეყნის მთავარ საგამოძიებო უწყებას მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გვარაკიძე მართავს. უცნობია, გახდება თუ არა ის საბოლოოდ გაბიტაშვილის შემცვლელი.