ბაჩიაშვილმა ოთხიდან ერთ-ერთ გამტაცებლად ანრი ოხანაშვილი დაასახელა - სკანდალური ჩვენება სასამართლოზე
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის სკანდალური განცხადება - ბიზნესმენმა საკუთარ სასამართლოზე განაცხადა, რომ მის გატაცებაში, სუს-ის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი პირადად მონაწილოებდა.
კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი ამბობს, რომ ბორტზე, რომლითაც ის გაიტაცეს და საქართველოში ჩამოიყვანეს, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.
ბაჩიაშვილის თქმით, ის ყველა ნორმის დარღვევით, თავზე ტომარა ჩამოფარებული უკანონოდ ჩამომიყვანეს საქართველოში.
"ეს იყო ივანიშვილის შეკვეთით და სუს-ის შესრულებით განხორციელებული ქმედება"- ამბობს ბიზნესმენი.
ეს იყო ივანიშვილის შეკვეთილი და სუსის მიერ შესრულებული ოპერაცია. ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე ჩამომიყვანეს. ამ საერთაშორისო დანაშაულს იძიებს სუსი, თავის მიერ ჩადენილ დანაშაულს. მე როგორ ვიპოვო სამართალი? როგორ ვანდო თავი იმ ხელისუფლებას, რომელიც შეფის კარზე ატუზული მყავს ნანახი?! როგორ ვანდო თავი იმ სასამართლოს, რომელმაც ჯოჯოხეთი მოუწყო ჩემს ოჯახს?! როგორ ვანდო თავი იმ სისტემას, რომელმაც ორად გაყო ქვეყანა?!
წამება არ არისო, ამბობენ - ჰკითხეთ ჩვენს მშობლებს. ჰკითხეთ სინდისის პატიმრების ოჯახებს, მზია ამაღლობელის ოჯახს, თუ არ არის წამება?!
ბატონო მოსამართლევ, თქვენც გამოძალვის იარაღი ხართ ივანიშვილის ხელში. შეიძლება, ძალიან კარგი მოსამართლე და კარგი ადამიანი ხართ, მაგრამ მე ამ სასამართლოს ვერ ვენდობი, რადგან ივანიშვილის პირადი მითითებით, ჯოჯოხეთად მექცა ცხოვრება“, - უთხრა დაკავებულმა ბიზნესმენმა მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას.
ბიზნესმენმა სკანდალურ განცხადებამდე ბიძინა ივანიშვილის განუზომელ ძალაუფლებაზე ისაუბრა:
წლების მანძილზე ვიყავი პირდაპირი მოწმე, როგორ ხდებოდა სახელმწიფოს მიტაცება. პრესტიჟითა და ძალაუფლებით შეპყრობილი ადამიანები როგორც იდგნენ ივანიშვილის კარზე. როდესაც მან ნახა, რომ პირდაპირ ვერ შემიყვანა მის სამსახურში, დამავალა ანტიდასავლური წერილების გამოქვეყნება, რასაც დღემდე შათირიშვილი აკეთებს. აქედან დაიწყო დაპირისპირება. მან მიმართა კრიმინალურ მეთოდს - მოტაცებას, რომლითაც მას ძმა მოსტაცეს 90-იან წლებში; როგორც კალაძეს მოსტაცეს ძმა. ზუსტად იმავე მიზნით - ფულის გამოძალვის მიზნით. იმ განსხვავებით, რომ იმ გამტაცებლებს სახელმწიფო არ ჰქონდათ მიტაცებული“, - აღნიშნა გიორგი ბაჩიაშვილმა.
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ბაჩიაშვილმა მისი გატაცების საქმეზე გამოძიების დაწყება, წინა კვირას ოფიციალურად მოითხოვა.
ბიზნესმენის თქმით, ის აბუ-დაბიდანგაიტაცეს და საქართველოში აირზენას თვითმფრინავით ჩამოიყვანეს.