საქართველოს EU-ში გაწევრიანების ილუზიებზე გავაფრთხილე - გერმანიის ელჩი რაჟდენ კუპრაშვილთან გამართული აუდიენციის დეტალებზე წერს
საქართველოში გერმანიის ელჩი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა - პეტერ ფიშერი პლატფორმა X-ზე წერს, რომ რაჟდენ კუპრაშვილთან გამართულ აუდიენციაზე FARA-ს კანონი, ევროინტეგრაციის პროცესი და საქართველო-გერმანიის ურთიერთობები განიხილა.
დამპირდნენ ინფორმირებას იმის შესახებ, თუ როგორ მოეპყრობიან FARA-ს საფუძველზე საქართველოში არსებულ 13 გერმანულ ორგანიზაციას - რომლებიც დაფინანსებულია გერმანიის ფედერალური ბიუჯეტით, ექვემდებარება გერმანია-საქართველოს ორმხრივ ხელშეკრულებებს და აუცილებელია ჩვენი ფართო და ღრმა კავშირების პრაქტიკული განხორციელებისთვის. გვსურს, რომ ისინი გათავისუფლდნენ ამისგან...
ასევე განვიხილეთ ევროკავშირი. გავიხსენე ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის უარყოფითი მოსაზრება „უცხოელი აგენტის“ ტიპის კანონებთან დაკავშირებით. როგორც მეგობარმა, გავაფრთხილე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ილუზიებთან დაკავშირებით. ევროკავშირის საბჭომ 2024 წლის ივნისიდან სინანულით დაასკვნა, რომ საქართველო შორს არის კურსიდან”, - წერს ელჩი.