საოცრება უნდა მოხდეს, რომ თბილისში ყველაფერი პირველივე ტურში დასრულდეს - გიგა ბოკერია
თბილისში და თითქმის ყველა რეგიონში მეორე ტური გარდაუვალია, ამის შესახებ ,,ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, ,,ტვ პირველს" განუცხადა. მისი თქმით, ყველა ავტორიტეტულ კვლევაზე დაყრდნობით შესაძლებელია იმის თქმა, რომ მეორე ტური გარდაუვალია.
ყველა კვალიფიციურ კვლევაზე დაყრდნობით ვიცი, რომ თბილისში მეორე ტური გარდაუვალია. საოცრება უნდა მოხდეს, რომ თბილისში ყველაფერი პირველივე ტურში დასრულდეს.
პირველ ტურში არჩევნები თერჯოლასა და ხონში დასრულდება, სადაც მხოლოდ 2 კანდიდატია. ყველა სხვა რაიონში მეორე ტურის ალბათობა მაღალია. განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება ამ ბოლო 2 საათში ამომრჩეველთა აქტიურობა. - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მსგავსი სიახლეები
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
"ივანიშვილის რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადებები პირდაპირ აძლიერებს საოკუპაციო ძალების პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ პოზიციებს"