ანგარიშსწორება ტრი-ტრი წესებით?! - სკანდალის ეპიცენტრში ისევ ერთი ოჯახი და მათი გარემოცვაა

09.06.25 20:20
ანგარიშსწორება ტრი-ტრი წესებით?! - სკანდალის ეპიცენტრში ისევ ერთი ოჯახი და მათი გარემოცვაა

ანგარიშსწორება ერთი ოჯახის სახელით - ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ კოტე იოსელიანს ივანიშვილის ოჯახის წევრზე გაკეთებული განცხადება არ აპატიეს და შური 8 წლის შემდეგ იძიეს. "ქართული ოცნების" ოპონენტების განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მათი შეფასებით, "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის შვილების გამო სადამსჯელო სპეცოპერაციაში მთელი სახელმწიფო მანქანა ერთვება.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მიერ დღეს გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, ყველას "ტრი-ტრის" სკანდალი გაახსენდა, სადაც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავარი ფიგურანტები ბერა ივანიშვილი, ანზორ ჩუბინიძე და ირაკლი ღარიბაშვილი იყვნენ. 

"შაბათის ეთერის" მიერ, რამდენიმე წლის წინ მოპოვებულ სატელეფონო ჩანაწერის მიხედვით, სწორედ ჩუბინიძე იყო მთავარი შემსრულებელი ბერა ივანიშვილის ბრძანებების. ჩანაწერის მიხედვით, დაცვის პოლიციის ხელმძღვანელი ბერასგან იღებს დავალებებს, როგორ უნდა გაუსწორდეს არასრულწლოვანებს, რომლებმაც ის ცუდად ახსენეს.

ამავე ჩანაწერის თანახმად, მოგვიანებით ჩუბინიძე ანგარიშს აბარებს, როგორ შესრულდა მისი დავალება. ჩანაწერების მიხედვით, სკოლის მოსწავლეების დაშინების და დასჯის ოპერაციაში ყოფილი პრემიერიც მონაწილეობდა.

დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.