"გატაცება და მუქარა შვილებით" - ვინ დგას ოპოზიციის ლიდერის ქმრის მიერ 8 წლის შემდეგ ივანიშვილის ვაჟისთვის მოხდილი ბოდიშის უკან?

09.06.25 20:11
"გატაცება და მუქარა შვილებით" - ვინ დგას ოპოზიციის ლიდერის ქმრის მიერ 8 წლის შემდეგ ივანიშვილის ვაჟისთვის მოხდილი ბოდიშის უკან?

გატაცება და მუქარა შვილებით - ირკვევა, რომ თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე, კოტე იოსელიანს ხუთი პირი ჩაუსაფრდა, თვალები აუხვიეს და დაუდგენელ მისამართზე წაიყვანეს. 8-საათიანი ტერორის შემდეგ, ბოდიშის ვიდეო სოციალურ ქსელში კვირას დილით გამოჩნდა. 

თინა ბოკუჩავას განცხადებით, მისი მეუღლე ვაკის საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, სადაც პოლიტიკოსი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. იოსელიანს შვილებით ემუქრებოდნენ. გამტაცებლებს შესწავლილი ჰქონდათ 10 წლის ვაჟის გადაადგილების მარშრუტიც. 

კოტე იოსელიანმა ბერა ივანიშვილის პირადი ცხოვრების შესახებ განცხადება 8 წლის წინ გაავრცელა. მაშინ მან ამის გამო ბოდიში მოიხადა და პოლიტიკიდანაც წავიდა. რვა წლის შემდეგ მეორედ ბოდიშის მოხდა შვილებით მუქარასთან რომ იყო დაკავშირებული, ეს იოსელიანმა დღეს თავად სოციალურ ქსელში დაწერა.

თინა ბოკუჩავამ დღეს მისი მეუღლის გატაცების შესახებ განცხადება დღის 11 საათზე გააკეთა. მან დაასახელა გატაცების ადგილიც. ტერიტორია ვაკის საცურაო აუზთან სათვალთვალო კამერებით არის აღჭურვილი.  წრიულამდე მხოლოდ ერთი სამანქანო გზა მიდის და პერიმეტრზე არაერთი კამერაა. ჩვენ ამ ადგილას ბოკუჩავას მიერ გაკეთებული განცხადებიდან ორი საათის შემდეგ მივედით, თუმცა იქ, სადაც წესით პოლიცია კამერების ჩანაწერებს და მოწმეებს უნდა ეძებდეს, სამართალდამცველები მისულებიც კი არ იყვნენ.  

საჯაროდ გავრცელებული განცხადებიდან დაახლოებით 4 საათის შემდეგ, კოტე იოსელიანს საგამოძიებო უწყებიდან დაუკავშირდნენ, თუმცა "პირველების" ინფორმაციით, ის გამოკითხვაზე მისვლას არ გეგმავს და აპირებს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოჰყვეს 8-საათიანი მუქარის შესახებ.

ვინ დგას ოპოზიციის ლიდერის ქმრის მიერ 8 წლის შემდეგ ივანიშვილის ვაჟისთვის მოხდილი ბოდიშის უკან? - დეტალები ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები