სუს-ის ბოსის სკანდალი - ანრი ოხანაშვილი გიორგი ბაჩიაშვილმა გატაცების სპეცოპერაციის თანამონაწილედ გამოაცხადა

09.06.25 20:02
სუს-ის ბოსის სკანდალი - ანრი ოხანაშვილი გიორგი ბაჩიაშვილმა გატაცების სპეცოპერაციის თანამონაწილედ გამოაცხადა

სუს-ის ბოსი დიდ სკანდალში ეხვევა - ანრი ოხანაშვილი გიორგი ბაჩიაშვილმა გატაცების სპეცოპერაციის თანამონაწილედ გამოაცხადა. ბიძინა ივანიშვილის მილიონების ყოფილმა მმართველმა დღევანდელ პროცესზე კარტები ნაწილობრივ გახსნა. თქვა, რომ თვითმფრინავში, რომლითაც ის გაიტაცეს და თბილისში ჩამოიყვანეს, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა. 

ბაჩიაშვილმა ივანიშვილის ბევრი საიდუმლო იცის. მის ხელში შესაძლოა იყოს არაფორმალური მმართველობის არაერთი მტკიცებულება. ბაჩიაშვილმა ნაწილობრივ დღევანდელ პროცესზე მინიშნებები გააკეთა, მათ შორის მოსამართლეს მოუყვა, რომ საკუთარი თვალით ჰყავს ნანახი სასამართლოს მმართველები ივანიშვილის კარზე. ბაჩიაშვილის თქმით, საკუთარი ყურით აქვს მოსმენილი, როგორ იღებდნენ ისინი პირადად ხალხის მიერ ოლიგარქად წოდებული ივანიშვილისგან უკანონო დავალებებს და ასე ხდებოდა სახელმწიფოს მიტაცება.

ბაჩიაშვილის მიერ დასახელებული ფაქტი, რომ მისი გატაცებისას იქ ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა, არის დასტური ინტერესთა კონფლიქტის, რადგან ამ საქმეს თავად სუს-ი იძიებს, ეს კი წესით თავისუფალი და სამართლიანი პროკურატურისთვისა და სასამართლოსთვის დამატებითი გარემოება უნდა ყოფილიყო. თუმცა, ცხადია, სანქცირებული ივანიშვილის მიერ კონტროლირებად უწყებებს ფაქტზე რეაგირება არ მოუხდენიათ.

ის, რაზეც პროკურატურა არ ინტერესდება, საერთაშორისო დანაშაულია. სწორედ ამაში ადანაშაულებს ბაჩიაშვილის საერთაშორისო ადვოკატი ბიძინა ივანიშვილს. "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში რობერტ ამსტერდამი აანონსებს, რომ ბაჩიაშვილის საქმე ევროსასამართლოში გაიგზავნება. იურისტის შეფასებით, ივანიშვილის მილიარდების ყოფილი მმართველი ციხეში აბსურდული ბრალდებითაა მოთავსებული და პირადად ბიძინა ივანიშვილის დავალებით ისჯება.

დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები