ქალი პოლიტიკოსების სოლიდარობა თინა ბოკუჩავას: არ გვეშინია, არ გავჩუმდებით!

09.06.25 19:29
ქალი პოლიტიკოსების სოლიდარობა თინა ბოკუჩავას: არ გვეშინია, არ გავჩუმდებით!

ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ - განცხადების ავტორები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, თინა ბოკუჩავას სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებენ.

განცხადების თანახმად, პოლიტიკოსის ქმრის, კოტე იოსელიანის გატაცება და მის მიმართ მუქარა, ქართული ოცნების ხელისუფლების მიზანმიმართული მცდელობაა, "დააშინონ და გააჩუმონ ქალები პოლიტიკაში".

"ქალები პოლიტიკური პარტიებიდან ერთხმად გამოვხატავთ სოლიდარობასა და მხარდაჭერას თინა ბოკუჩავას მიმართ - ქალის, დედის, პოლიტიკოსისა და პარტიის თავმჯდომარის მიმართ, რომელიც გახდა პოლიტიკური ძალადობის და მის ოჯახზე განხორციელებული მორალური ტერორის პირდაპირი სამიზნე.

ეს არის მიზანმიმართული მცდელობა დააშინონ და გააჩუმონ ქალები პოლიტიკაში. მეთოდები, რომლითაც ებრძვიან ქალ პოლიტიკოსებს არის სრულიად მიუღებელი, დანაშაულებრივი და ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი. რეჟიმის ბრძოლა ქალების წინააღმდეგ გამაოგნებელ მასშტაბს იძენს, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენც გვინდა ხმამაღლა და გარკვევით ვთქვათ:

არ გვეშიანია!

არ გავჩუმდებით და ვიბრძოლებთ ძალადობრივი და მოღალატეობრივი რეჟიმის დემონტაჟისთვის", - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები