"ქართული ოცნების" მთვრალი აქტივისტები თელავში "ტვ პირველს" თავს დაესხნენ (ვიდეო)
"ქართული ოცნების" მთვრალი აქტივისტები თელავში "ტვ პირველის" ჟურნალისტს, გიორგი ხუხიას თავს დაესხნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა 47-ე საარჩევნო უბნის წინ მოხდა. ადგილზე დაახლოებით 10 პირი იმყოფებოდა, რომლებიც ამომრჩევლებს მოუწოდებდნენ "ქართული ოცნებისთვის" მიეცათ ხმა.