"ოცნება" სისხლის სამართლის კოდექსს "უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში განსაზღვრული ვადით შემოსვლის აკრძალვის" მუხლს ამატებს
"ქართული ოცნება" საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს "უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში განსაზღვრული ვადით შემოსვლის აკრძალვის" მუხლს ამატებს - ივანიშვილის გუნდის ინიციატივის შესახებ ინფორმაცია მედიასთან მამუკა მდინარაძემ გააჟღერა.
მისივე თქმით, "ასევე გაიზრდება იმ უცხოელების მიმართ ჯარიმები, რომლებმაც საქართველოში ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად გამარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა".
განვიხილეთ საკითხი, რომელიც ჩვენს საზოგადოებას განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, გავრცელებული კადრებით თუ არსებული რეალობიდან გამომდინარე აწუხებს. ამ გამოწვევების ადეკვატურად მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს პარლამენტის, საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა - „საერთაშორისო დაცვის შესახებ“, რომელიც გულისხმობს შემდეგს - სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება ახალი სასჯელის სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩაემატება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე - უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსავლის აკრძალვა.
ასევე იზრდება იმ უცხოელების მიმართ ჯარიმები, რომლებმაც საქართველოში ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.