ვინ დანიშნა "ოცნებამ" აშშ-ში საქართველოს ელჩად?

10.06.25 10:22
ვინ დანიშნა "ოცნებამ" აშშ-ში საქართველოს ელჩად?

რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი "ქართულმა ოცნებამ" შტატებში ელჩად დანიშნა. დღეიდან საქართველოს ამერკის შეერთებულ შტატებში თამარ ტალიაშვილი წარმოადგეს.

"ოცნების" წევრს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით რუსეთთან დიდი კავშირები ჰქონდა.

ტალიაშვილი ჯერ ივანიშვლის პარტიამ ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშნა -ახლა კი შტატებში გაუშვა.

„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს თამარ ტალიაშვილის კანდიდატურა“,- წერია დოკუმენტში, რომელსაც ხელს  ირაკლი კობახიძე აწერს.

მსგავსი სიახლეები